ეს არის ე.წ. ხელისუფლების პარანოიკული შიში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შიში, რაც გამოავლინა დღეს დამტკიცებით მამუკა მდინარაძემ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა იგორ ნარმანიამ მოდულის შენობასთან სგამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციონერის თქმით, „ბოლო ჟამი უკვე დაწყებულია და ივანიშვილის რეჟიმი კრახით დასრულდება“.
ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა 4 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც, მისი თქმით, უნდა იქცეს მასობრივ დემონსტრაციად.
ეს არის ე.წ. ხელისუფლების პარანოიკული შიში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შიში, რაც გამოავლინა დღეს დამტკიცებით მამუკა მდინარაძემ. დღეს რაც გააკეთეს, არავის ჩაუკლავს 4 ოქტომბრის მუხტს. მე მოვუწოდებ ჩემს თანატოლებს, ვინც ახლა ტელევიზორებთან სხედხართ, ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი, ეს დროშა არის ჩვენი ასაწევი და 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ჩვენი თანატოლები, ჩვენი თანამებრძოლები არ ჩარჩნენ ციხეში. ლევან ხაბეიშვილის დაკავება დღეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს პარანოიკული შიში და ბოლო ჟამი, რომელიც აუცილებლად დასრულდება და დაასრულებს აუცილებლად კრახით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, ყველას ერთად, რომ 4 ოქტომბერს ვიყოთ ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში, მათ შორის, ახლაც, 13 სექტმებერსაც. მაგრამ, მთავარია, დიდი მობილიზება თბილისის ქუჩებში, გაბრაზებული ხალხის მასობრივი დემონსტრაცია უნდა გნავახორციელოთ 4 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის დამარცხებით. არ შევშინდეთ, არ გავტყდეთ, კიდევ უფრო გავბრაზდეთ და კიდევ უფრო მეტნი გამოვიდეთ ქუჩაში გასაპროტესტებლად, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ციხეში ჩასატოვებელი ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი თანატოლები, ჩვენ არ გვქვს დასაკარგი სამშბლო, ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, კიდევ უფრო მეტად უნდა გავბრაზდეთ, ავჯანყდეთ და კმაფიო პასუხი უნდა გავცეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, – თქვა იგორ ნარმანიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.