იგორ ნარმანია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომლებიც ამ ადამიანების დაკვეთით უნდა დაიწეროს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომელიც უნდა დაიწეროს ამ ადამიანების დაკვეთით , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან და პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერებთან დისკუსია გამართონ.
„ამ შეხვედრის ფარგლებში ჩემს თანატოლებს ექნებათ შესაძლებლობა, დისკუსია გამართონ პოლიტიკოსებთან, პარტიის თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან, „ერთიანობის“ ლიდერებთან – თამარ კორძაიასთან და გია ჯაფარიძესთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან როგორც იცით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომელიც უნდა დაიწეროს ამ ადამიანების დაკვეთით, რომლებიც იმყოფებიან აქ შეხვედრაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, მნიშვნელოვანი იქნება მომავალი შეხვედრები, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ მომავალში,“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც