,,იგი [პუტინი] პატივს არ სცემდა არავის უკრაინაში, მას სურს უკრაინის განადგურება“ – ,, „ხედავთ, რა სიძულვილი აქვს მას პუტინის მიმართ” – ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა

,,იგი [პუტინი] პატივს არ სცემდა არავის ში, მას სურს უკრაინის განადგურება“ – ,, „ხედავთ, რა სიძულვილი აქვს მას პუტინის მიმართ” – ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა
უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა:
,,იგი [პუტინი] პატივს არ სცემდა არავის უკრაინაში, მას სურს უკრაინის განადგურება და მართალი ბრძანდებით ბატონო პრეზიდენტო. შეიძლება ეს დოკუმენტი, ან სხვა დოკუმენტი კარგი დასაწყისია, მაგრამ არ იქნება საკმარისი, რომ ეს პიროვნება შევაჩეროთ. საუკუნეების მანძილზე ომის წესი იყო – ვინც იწყებდა ომს, ის იხდიდა ფასს, პუტინმა დაიწყო ომი, მან უნდა გადაიხადოს ფასი და აქ ფინანსებზეც არის ლაპარაკი, მაგალითად, რუსულ აქტივებზე რომელიც ევროპაშია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აღდგენისათვის, სამხედრო მხარდაჭერისთვის გადავუხადოთ ამერიკას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის…” (,,ფორმულას” თარგმანი)
დონალდ ტრამპმა კი განაცხადა:
„ხედავთ, რა სიძულვილი აქვს მას პუტინის მიმართ. ჩემთვის ძალიან რთულია ასეთი სიძულვილის პირობებში შეთანხმების დადება. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს“
შეგახსენებთ, მწვავე კამათი მოჰყვა ვიცე-პრეზიდენტის რეპლიკას.
უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.