იგივე – პესკოვი კითხვაზე, როგორი უნდა იყოს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ს მომავალი პრეზიდენტი, უპასუხა:
“იგივე. ან განსხვავებული, მაგრამ იგივე”.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად ჯერ არ გაუკეთებია განცხადება, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას.
“მაგრამ მე გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ის ამას გააკეთებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოიგებს არჩევნებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის კვლავაც ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ჩვენ ამას ვნახავთ”. – თქვა პესკოვმა.
რუსეთის საპრეზიდენტო 2024 წლის 17 მარტსაა დაგეგმილი.
გარდა ამისა, MGIMO 360-თან საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ “საინტერესო” ისტორიულ ფიგურად მიიჩნევს საბჭოთა კავშირის ბოლო ფაქტობრივ ლიდერს, მიხალ გორბაჩოვს.