„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, – ამ ლოზუნგით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს

„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, – ამ ლოზუნგით ს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს, ჟურნალისტები აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, დღევანდელი პროცესიდან პოზიტიური შედეგის მოლოდინი არ აქვთ. მათი თქმით, ქვეყანაში ჟურნალისტების დევნა მიმდინარეობს.
„მზია ამაღლობელის მიმართ გატარებული ღონისძიებები პოლიტიკური დევნაა, ის პოლიტპატიმარია. სასამართლოდან დადებითი მოლოდინი არ გვაქვს. ქალბატონ მზიას მხარდასაჭერად შევიკრიბეთ“, – აცხადებენ შეკრებილები.
მზია ამაღლობელის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია