“იბრაჰიმოვიჩი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს და მზადაა “ნაპოლის” ლეაო დაუთმოს, ყველაფერი “კვარაზეა” დამოკიდებული” – იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია

“იბრაჰიმოვიჩი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს და მზადაა “ნაპოლის” ლეაო დაუთმოს, ყველაფერი “კვარაზეა” დამოკიდებული” – იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია
“მილანი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Ruleta Sport-ის ჟურნალისტი ხერარდო ფასანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებში “როსონერის” დირექტორის მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მონაწილეობს, გარდა ამისა, “მილანი” მზადაა ნიგერიელის სანაცვლოდ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს რაფა ლეაოს შეელიოს.
“ნაპოლის” ოსიმენის იტალიური კლუბისთვის მიყიდვა არ სურს, თუმცა “მილანი” გარიგებაში რაფა ლეაოს გამოყენებას გეგმავს. ნეაპოლელები შესაძლოა პორტუგალიელით დაინტერესდნენ, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “კვარა” “პარტენოპეის” დატოვებს, ასე რომ ეს გარიგება დიდწილად ქართველის მომავალზეა დამოკიდებული. ასევე საინტერესოა პორტუგალიელი გარემარბის სურვილიც,
სურს თუ არა მას “ნაპოლიში” გადასვლა?
ერთი რამ ნათელია – “მილანი” მზადაა ოსიმენის სანაცვლოდ ლეაო დათმოს”, – განაცხადა ფასანომ.
შეგახსენებთ, “გალათასარაის” რიგებში ვიქტორის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასია.