წერილები „ალიას“
პატიმრობაში მყოფილი იბრაგიმ (ვოვა) არუთინიანი, დედის დახმარებით, „ალიაში“ წერილს გვიგზავნის და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
„…პატივცემულებო უკვე წლების განმავლობაში მე ვაკეთებ ციხეში ხელნაკეთ ნივთებს და მათ ნაწილს სახლში ვაგზავნი. ძალიან ბევრი დაგროვდა ჩვენთან სახლში და მე ძალიან მინდა რომ ვინმემ გააკეთოს ვიდეო-ფოტო გადაღებები და ეს მასალა განათავსოს სოც.ქსელებში…
…პატივცემულებო ძალიან გთხოვთ იქნებ თქვენი წარმომადგენლები მიბრძანდნენ ჩვენთან სახლში მისამართზე: თბილისის, ვაშლიჯვრის დასახლება, კორპ.11, ბინა 35…
მე მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაათვალიეროს ეს ნაკეთობები, ყოველში არის ჩადებული ჩემი შრომა, ფანტაზია, ენერგია…
დიდ ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხეთ…
დედაჩემის, ანჟელა არუთინიანის ტელ ნომრებია: 593583456, 555107464