,,იბერიის დახურვის ამბავს იხსენებს, ოღონდ მაგის მერე “პატრულის” ჟურნალისტი რომ იყო, მერაბიშვილის დროს – ეგ გამოტოვა” – ვიკა ბუკია ვახო ხუზმიაშვილზე

ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილის წულუკიანის კომისიაზე გამოსვლას ასე ეხმაურება:
,,ვახო ხუზმიაშვილი ყველაზე არაჰიგიენური არსებაა მედიაში, ახლა ზის წულუკიანის კომისიაზე და ყვება ზღაპრებს, რომ თურმე დაბადებიდან ქოცი იყო:) კომისიაზე, როგორც ნაცების მიერ რეპრესირებული ჟურნალისტი ისე მისულა. არგუმენტად იბერიის დახურვის ამბავს იხსენებს 910 წელში რომ მოხდა. ოღონდ მაგის მერე “პატრულის” ჟურნალისტი რომ იყო, მერაბიშვილის დროს – ეგ გამოტოვა, ეტყობა თეა არ ჩაეკითხა. მერე მოამბეშიც მუშაობდა, მე მაქედან მახსოვს. ღამის ამბებს ამონტაჟებდა დილისთვის. ძაან მონდომებული იყო:)
მდინარაძის დაკავება მახსოვსო, უთქვამს. რატომ არ ეხსომება? თვითონ ამონტაჟებდა მაგ რაღაცეებს. თაღლითი მდინარაზე დასაჭერი იყო, მაგრამ ვინც არ იყო დასაჭერი – იმათ ამბებსაც ეგ ამონტაჟებდა.
მოკლედ, მერე რა თუ ნაცებს უკეთებდა სიუჟეტებს და უყვარდა ისინი (როგორც ამბობენ, ცოტა მანიაკალური სიყვარულით), მაინც რეპრესირებულია, იმიტომ რომ წულუკიანს ასე სჭირდება. სჭირდება ხალხს დაანახოს კიდევ ერთი “დაზარალებული”, მოატყუოს, შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც რატომღაც სულელი გონია.
ამ ნაცებს ვინც კი პროპაგანდისტული რეპორტაჟები უკეთა მაშინ, ეთანამშრომლა, აპრავა, ემამაძაღლა – ყველა უტორმუზო ქოცი რანაირადაა?:) ზიან ახლა და ყვებიან ნაცები რა ხიხიები არინ.“