“იბერია 1999”-მა “პარტიზანი” დაჯაბნა და 2:0 სძლია [VIDEO]

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „პარტიზანი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე სახიფათოდ შეუტიეს და მომენტები შექმნეს: ტაბატაძის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ მეკარე კირკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 31-ე წუთზე კი თბილისელები თერთმეტმეტრიანით ნონიკაშვილმა დააწინაურა.
„იბერია 1999“ აშკარად სჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, მეტადრე ტექნიკურად, მეორე ტაიმის დასაწყისში მათმა ნახევარმცველმა რაპაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. სილამ მალე მეორე გოლი გაიტანა, რომელსაც ჯინჯოლავამ ისეთი გადაცემა გაუკეთა, ბურთის კარში შეგორებაღა დარჩა.
ცოტა ხანში სილა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო. ტირანელები უხეშობდნენ, კოხრეიძემ და სილამ ტრავმები მიიღეს და შესაცვლელები გახდნენ. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კორღალიძის შეგირდებმა 2:0 გაიმარჯვეს.
იბერია 1999 – პარტიზანი 2:0
გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31, პენ), 2:0 სილა (57)
გაძევება: რაპაი (47, პარტიზანი)
იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (დადიანი 90+7), კოხრეიძე (მამაცაშვილი 79), გ. მამაგეიშვილი (ფლორესი 90+7), ი. ტაბატაძე (გეგუჩაძე 85), სილა (სიხარულიძე 85)
არ მეგონა თუ ვაისზე დიდი კურდღელი მწვრთნელი კიდევ არსებობდა მსოფლიოში. თურმე ვცდებოდი. კორღალიძე ყოფილა. ამ ნონიკაშვილს კიდევ თავი კიტრი რატომ გონია. ძალიან უდისციპლინო და თავში ავარდნილი ფეხბურთელია. მე მაგალითად გუნდიდან საერთოდ გავუშვებდი.