ია მეტ­რე­ვე­ლი: ამა­ზე ვარ გა­გი­ჟე­ბუ­ლი, სა­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი უნდა იყოს და ეს ბი­ჭე­ბი რა დღე­ში იყ­ვნენ

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას დიდი ტკი­ვი­ლით შეხ­ვდა ია მეტ­რე­ვე­ლი. მისი თქმით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იყო “ეპო­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი”, რო­მელ­მაც “სა­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის” რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ველ­მა ამო­ი­ღო ხმა.

მეტ­რე­ვე­ლის თქმით, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ავად­მყო­ფო­ბა აქ­ცი­ე­ბის დროს დარ­ბე­ვის დროს მი­ყე­ნე­ბულ ტრავ­მებს უკავ­შირ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ბოლო ხუთი წელი სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

– ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ცუ­დად ვარ. უმ­ძი­მე­სია ჩემ­თვის ეს ამ­ბა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვა­რან ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი. ვაჟ­კა­ცი ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ველ­მა ამო­ი­ღეს ხმა იმ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და თავი შეს­წი­რეს ორი­ვემ. ამა­ზე ვარ გა­გი­ჟე­ბუ­ლი, სა­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი უნდა იყოს და ეს ბი­ჭე­ბი რა დღე­ში იყ­ვნენ. გიაც ჯან­მრთე­ლო­ბა წარ­თმე­უ­ლი, ის უფრო ცუ­დად იყო თა­ვი­დან, მერე ლე­ვა­ნი.

– გიამ გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა თუ არ ვცდე­ბი?

– დიახ, სტენ­ტე­ბი და რა არ აქვს ჩად­გმუ­ლი.

– ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ბოლო წლებ­ში ავად­მყო­ფობ­და.

– კი, ცე­მის­გან გა­ნუ­ვი­თარ­და ათა­სი რამ თავ­ში, რტყმის­გან და ცე­მის­გან, მა­გის მერე და­ე­მარ­თა ყვე­ლა­ფე­რი. ბოლო წლებ­ში უფრო გი­ას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ლე­ვა­ნის ამ­ბებს ისე ვი­გებ­დი. ლე­ვანს ბო­ლოს პა­ნაშ­ვიდ­ზე შევ­ხვდი, ვი­ცო­დი რომ ვერ იყო კარ­გად. ერთი კვი­რის წი­ნაც ვი­კი­თხე და მი­თხრეს, არ იყო კარ­გად. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ გა­მოძ­ვრეს-თქო.

ლე­ვა­ნი იყო ეპო­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ჩემი პა­რა­ლე­ლურ­კლა­სე­ლი იყო. სკო­ლა ხუ­თებ­ზე და­ამ­თავ­რა, უჭ­კვი­ა­ნე­სი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ულა­მა­ზე­სი ბიჭი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძმე­ბი იყ­ვნენ, ორი­ვე ნი­ჭი­ე­რე­ბი. სულ სხვა­ნა­ი­რე­ბი, ვაჟ­კა­ცე­ბი, თბი­ლი­სე­ლე­ბი, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტე­ბი იყ­ვნენ კა­ცო­ბით, ძმო­ბით. სხვა­ნა­ი­რე­ბი იყ­ვნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსხვერ­პლნი, სხვე­ბის და­სა­ცა­ვად თა­ვად შეს­წი­რეს თავი ამ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნას. იმ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ამათ ამო­ი­ღეს პირ­ვე­ლებ­მა ხმა და ბო­ლომ­დე შეს­წი­რეს თავი.

წყარო