ია ანთაძე: ძალიან უცნაური რკალი მოჭიმა ქართულმა ოცნებამ პარტიის ირგვლივ დღე-ნახევარში. კიდევ მეტად გააბრაზა…

ჟურნალისტი ია ანთაძე:
ძალიან უცნაური რკალი მოჭიმა ქართულმა ოცნებამ პარტიის ირგვლივ დღე-ნახევარში.
კიდევ მეტად გააბრაზა
ა) ის ხალხი, ვინც რუსთაველის პროტესტს გულშემატკივრობს და ვისაც პირდაპირ დაჭერით დაემუქრა;
ბ) ის ხალხი, ვისაც ოპოზიციურ პარტიებთან რამე კავშირი აქვს და ვისაც პარტიის გაუქმებით დაემუქრა;
გ) ის ხალხი, ვისაც განათლების რეფორმა უხეშად შეეხება (ასეთი ძალიან ბევრია – მშობლები, მასწავლებლები, ლექტორები);
დ) ის ხალხი, ვინც ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არის ემოციურად ან საქმით დაკავშირებული.
შეიძლება, ფიქრობენ, რომ ასეთ “მოჭიმვასაც” გაუძლებს ხელისუფლება, მაგრამ გარანტია ვერ ექნებათ. რატომ იყო საჭირო ასე ერთბაშად (დღე-ნახევარში) ამდენ ხალხზე ემოციური შტურმი? რისთვის სწევენ ასეთ რისკს? ხომ იციან, უკმაყოფილების როგორი მუხტია ქვეყანაში?
ეს კითხვები უპასუხოდ ვერ დარჩება. პასუხს გავიგებთ უფრო ადრე, ვიდრე გვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან