ია ანთაძე: ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება მანამდეა ძლიერი, სანამ თავისუფალ ადამიანებს გადააწყდება

ჟურნალისტი ია ანთაძე:
გახსოვთ, კრეონტი როგორ ეხვეწებოდა ანტიგონეს: შემიბრალე! შენი ძმის ცხედარი, ჩემი ფანჯრების წინ რომ ლპება, საკმარისი საფასურია წესრიგის აღსადგენად; ნუ მაიძულებ, შენი თავიც მსხვერპლად გავიღოო. ანტიგონე კი უპასუხებდა: რადგან ერთხელ დასთანხმდი ძალაუფლებას, მსხვერპლის გაღებაც განუწყვეტლივ მოგიწევს; თუმცა ხელებზე ნაბორკილარი მეტყობა და შიშისგან გული მიმდის, მაინც მე ვმეფობ და არა შენო! (ჟან ანუი). ანტიგონე წყვეტდა, კრეონტი კი – რეაგირებდა.
ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება მანამდეა ძლიერი, სანამ თავისუფალ ადამიანებს გადააწყდება. საკმარისია, რომელიმე ძალაუფალი რომელიმე თავისუფალ ადამიანს გადაეყაროს და მორჩა, იქ მთავრდება ძალაუფლების ზეობა. არჩევანი ქრება და რჩება უალტერნატივო ძალადობა, რომლის მიზეზიც და შედეგიც უძლურებაა. რადგან – თავისუფალი ადამიანი წყვეტს, არათავისუფალი კი – რეაგირებს.
ეს მოხდა გუშინ და ეს მოხდება ხვალ – მზია ამაღლობელი გადაწყვეტს და რეჟიმს უკიდურესად სამარცხვინო რეაგირების გარდა სხვა გზას აღარ დაუტოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია