ჟურნალისტი ია ანთაძე:
ნულოვან თანაგრძნობაზე გამახსენდა ეს გოგონა, რომელიც რუსეთში მამასთან ერთად ცხოვრობდა. გაკვეთილზე მასწავლებელმა სთხოვა ბავშვებს, რაც გინდათ, ის დახატეთო. დახატა ის, რასაც ხედავთ და მასწავლებელმა დაასმინა. ატყდა ამბავი. გოგონა ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, რადგან მამის დასჯას აპირებდნენ. მამა გაიქცა და ბელორუსის საზღვარზე დაიჭირეს. რა თქმა უნდა, დააპატიმრეს. გოგონა, უფლებადამცველების ჩარევით, დედასთან გადაიყვანეს, რომელსაც მეორე ოჯახი აქვს. ბავშვი იქ ვერ გაჩერდა, გაიქცა და, თუ სწორად ვიცი, მისი კვალი უფლებადამცველებმაც (ორიოდეა დარჩენილი) დაკარგეს. გოგონა 13 წლის არის.
აი, ასე გამოიყურება “ნულოვანი თანაგრძნობის” სანიმუშო ამბავი.
