ია ანთაძე: გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან – დახურეს პროექტი „საინტერესო ადამიანები“, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი სიხარული მომიტანა

ჟურნალისტი ია ანთაძე:
გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან – დახურეს პროექტი „საინტერესო ადამიანები“, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი სიხარული მომიტანა.
რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ.
უზომოდ მადლობელი ვარ იმ 302 ადამიანის, ვინც ინტერვიუზე დამთანხმდა და ვისთან ერთადაც თანამედროვე საქართველოს ძალიან დასამახსოვრებელი სურათი შევქმენით. ასევე, მადლობელი ვარ ყველა მკითხველის – თქვენ აცოცხლეთ ეს პროექტი 7.5 წლის განმავლობაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ მარტო ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, ყოველთვის ერთად ვიყავით – ჩემი სტუმრები, ჩემი მკითხველები და მე. გულწრფელი მადლობა ამ წლებისთვის!
აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი. იმედს ვიტოვებ, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებ, სასარგებლო ვიყო ჩვენი საერთო სამშობლოსთვის!

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი