იახტების იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 267%-ით გაიზარდა

საქართველოში იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 267.7%-ით გაიზარდა.
როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით, იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი 3.67-ჯერაა გაზრდილი.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 3 584 420 დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისთვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 974 920 აშშ დოლარი იყო.
გთავაზობთ -3 ქვეყანას წლების მიხედვით, საიდანაც ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოში ყველაზე მეტი იახტა და დასვენებისა და სპორტისთვის სხვა მოცურავე საშუალებები შემოვიდა.
2019
აშშ – $326 560;
თურქეთი – $228 830;
მექსიკა – $101 920
2020
აშშ – $541 280;
თურქეთი – $306 120;
ნიდერლანდები – $171.890

2021
აშშ – $91 750
შვეიცარია- $88 840
– $50 610

2022
აშშ – $1 961 880;
თურქეთი – $845 160;
კორეა – $328 000

2023
აშშ – $915 450;
მექსიკა – $858 230;
თურქეთი – $393 600;