იახტებისა და წყლის სხვა მცურავი საშუალებების იმპორტი 17%-ით, ხოლო რეექსპორტი 721%-ით გაიზარდა

იახტებისა და წყლის სხვა მცურავი საშუალებების იმპორტი 17%-ით, ხოლო რეექსპორტი 721%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველოში 748.17 ათასი დოლარის წყლის ტრანსპორტი შემოვიდა, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდში 639.51 ათასი აშშ დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტი), 2025 წლის 3 თვეში ქვეყნიდან 519.25 ათასი აშშ დოლარის წყლის ტრანსპორტი გავიდა, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდში 63.22 ათასი აშშ დოლარის.
ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ღირებულების იახტები და წყალზე მოცურავე საშუალებები შემოვიდა აშშ-დან, აღნიშნულ ქვეყანაზე მთლიანი იმპორტის 80% მოდის.
უფრო კონკრეტულად, იახტებისა და წყლის სხვა მცურავი საშუალებების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
აშშ – 597.41 ათასი აშშ დოლარი
გერმანია – 39.48 ათასი აშშ დოლარი
ბელგია – 27.85 ათასი აშშ დოლარი
რუმინეთი – 27.63 ათასი აშშ დოლარი
ლიეტუვა – 19. 31 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც წელს, იანვარ-მარტში საქართველოდან წყლის ტრანსპორტის ექსპორტი (რეექსპორტი) განხორციელდა, ესენია ყაზახეთი, აზერბაიჯანი და .
უფრო კონკრეტულად:
ყაზახეთი – 327.74 ათასი აშშ დოლარი
აზერბაიჯანი – 138.48 ათასი აშშ დოლარი
ყირგიზეთი – 53.02 ათასი აშშ დოლარი