იარემჩუკმა იტალიურ გუნდში გადასვლა არ ისურვა

Europa Calcio-ს ცნობით, “ოლიმპიაკოსის” თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა “ვენეციაში” გადასვლაზე უარი განაცხდა.
კლუბები 29 წლის უკრაინელის იჯარაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით “ვენეცია” 500 ათას ევროს გადაიხდიდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი 3-4 მილიონად გამოისყიდიდა. თუმცა, იარემჩუკს არ უნდა იჩქაროს, რადგან უკეთეს გუნდში სურს კარიერის გაგრძელება.