იარემჩუკი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გადავიდა

28 წლის უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი კარიერას საბერძნეთის “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირეოსული კლუბი ავრცელებს.
“ოლიმპიაკოსმა” იარემჩუკი ბონუსებიანად 5 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
გასულ სეზონში მან “ვალენსიაში” ლა ლიგის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა.