“იარაღს ხომ არ ამოიღებდა ევროკომისარი და ხომ არ ეტყოდა, გესვრი, თუ რამეს არ გააკეთებო” – მაჭარაშვილი

საუბარი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, თან აღიარებითი ჩვენება ამ ევროკომისარმა საჯაროდ დადო და თქვა, რომ კი, ის ელაპარაკა საქართველოს პრემიერს და თქვა, რომ არ უნდა საქართველოს ასეთი პროცესები, აი ხომ ნახეთ, რა მოუვიდა ს პრემიერს და იგივე თქვენთან რომ არ მოხდეს… აბა ახლა მეტი მუქარა, იარაღს ხომ არ ამოიღებდა ევროკომისარი და ხომ არ ეტყოდა, გესვრი, თუ რამეს არ გააკეთებო. პირდაპირი მინიშნება იყო, რომელიც ამ ევროკომისარმა აღიარა და პირდაპირ დევს მტკიცებულება იმისა, რომ აქ იყო მუქარანარევი ტონი. თქვენი ინტერესი ნომერი პირველი და შეშფოთება უნდა იყოს, რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს, მათ შორის თუნდაც უარყობითი, ევროკომისარს, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასეთი რამ არ უნდა იკადროს და არ უნდა გაბედოს”, – ამბობს მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ