“იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს” | დანილოვი

უკრაინისა და NATO-ს მიერ იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში გააკეთა.
“იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს. სხვა საკითხია, რომ ეს წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, თუმცა ეს ტექნიკური პროცესია, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუტები და ადამიანები ამუშავებენ”, – თქვა დანილოვმა ეთერში.
მისივე თქმით, დღეს შეესაბამება იმ სტანდარტებს რაც NATO-ში არსებობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და -მ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შეიარაღების საერთო წარმოების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.