იაპონური გადამზიდი კომპანია Nippon Yusen-ი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო წითელ ზღვაში მიმოსვლას აჩერებს

იაპონური გადამზიდი კომპანია Nippon Yusen-ი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო წითელ ზღვაში მიმოსვლას აჩერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელი ავრცელებს.
„ჩვენ, ყველა გემით, რომლითაც ჩვენ ვსაქმიანობთ, წითელ ზღვაში ნავიგაცია შევაჩერეთ“, – განაცხადა Nippon Yusen-ის წარმომადგენელმა.
იაპონური გადამზიდი კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ წითელ ზღვაში გემების მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
იაპონური მედიის ცნობით, გუშინ, კიდევ ორმა იაპონურმა გადამზიდმა კომპანიამ, Kawasaki Kisen-მა და Mitsui O.S.K.-მა წითელ ზღვაში გადაადგილება შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს