იაპონიურმა სტარტაპმა JPYC მსოფლიოში პირველი იენზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვა

იაპონიურმა სტარტაპმა JPYC მსოფლიოში პირველი იენზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვა.
reuters-ის ცნობით, სტეიბლკოინები სრულად კონვერტირებადია იენში და უზრუნველყოფილია ადგილობრივი დანაზოგებითა და სახელმწიფო ობლიგაციებით.
კომპანია მომდევნო სამ წელიწადში 10 ტრილიონი იენის მოცულობის JPYC-ის გამოშვებას გეგმავს, საზღვვარგარეთ გამოყენების წასახალისებლად კი პირველ ეტაპზე ტრანზაქციები საკომისიოს გადახდის გარეშე მოხდება.