ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, კიტამურა ტოშიჰირო ავრცელებს.
„იაპონია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კერძოდ, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა, საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებდა, რასაც დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოჰყვა, რამაც დაკავებები და დაზიანებები გამოიწვია.
ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს თავშეკავება გამოიჩინოს და იმედოვნებს, რომ იგი კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს თავისი ხალხის გასაგებად და შექმნილი ვითარება მალე დამშვიდდება“, – ნათქვამია განცხადებაში.