იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ გამოცემა Kyodo News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონური გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტაკეში ივაია ში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა და დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაკეში ივაია მის უკრაინელ კოლეგასთან, ადრეი სიბიგასთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე, შესაძლოა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, საც შეხვდეს.
ცნობისთვის, ტაკეში ივაია პირველი იაპონელი მინისტრია, რომელიც კიევს ეწვია, მას შემდეგ რაც გასულ თვეში შიგერუ იშიბამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული