იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს კამიკავას პირველი ვიზიტია უკრაინაში.
უწყების თქმით, კამიკავა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან.