იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც შიგირუ იშიბამ განაცხადა, ის ტოვებს ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, რაც ნიშნავს, რომ ის ქვეყნის მთავრობის მეთაური აღარ იქნება.
ეს გადაწყვეტილება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თავისი პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ მიიღო. ჟურნალისტების ცნობით, იშიბას გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პარტიაში განხეთქილების თავიდან აცილებას.
ცნობისთვის, ივლისში გამართული ს შედეგად მმართველმა კოალიციამ, რომელსაც სათავეში შიგირუ იშიბა უდგას, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ მემარჯვენე ცენტრისტული პარტია 1955 წლიდან ფაქტობრივად უცვლელად მართავს იაპონიას, მისი ლიდერები კი ხშირად იცვლებიან.