იაპონიის პრემიერ-მინისტრი – მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იაპონიას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მისი ქვეყნის რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას, რადგან ის იცავს თავს ს შეჭრისგან.
„კერძო სექტორი არის უკრაინის აღდგენის ყველაზე მნიშვნელოვანი ძრავა”, – აღნიშნა შმიგალმა ტოკიოში მიმდინარე კონფერენციაზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან იაპონიამ მის ქვეყანას 10 მილიარდ დოლარზე მეტი გაუგზავნა, რითაც ს სიდიდით მეოთხე დონორი გახდა.
„კომპანიები, რომლებიც ახლა ინვესტიციას ახორციელებენ უკრაინის ეკონომიკაში, მიიღებენ სარგებელსა და შესაძლებლობებს უახლოეს წლებში, რასაც არც კი დაიჯერებთ“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.
თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დაადასტურა მისი მთავრობის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. გარდა ამისა, მისი თქმით, იაპონია გრძელვადიან დახმარებას გაუწევს უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციას.
მხარეებმა ხელი მოაწერეს რიგ შეთანხმებებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის აღდგენის, ასევე განაღმვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, იაპონიაში უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენის საკითხზე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც უკრაინისა და იაპონიის მთავრობებისა და ბიზნეს სექტორების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია