იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
მედიის ინფორმაციით, შიგერუ იშიბამ ეს გადაწყვეტილება „ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში“ განხეთქილების თავიდან ასაცილებლად მიიღო, რადგან მოუწოდებდნენ, ძირითადად მემარჯვენე ოპონენტები, რომ ზედა პალატის ივლისში გამართულ არჩევნებში კატასტროფული მარცხისთვის პასუხისმგებლობა აეღო.
იშიბამ განაცხადა, რომ დაიწყებდა პარტიის ლიდერის არჩევნების ჩატარების პროცესს მისი შემცვლელის ასარჩევად.
შეგახსენებთ, შიგერუ იშიბამ იაპონიის პრემიერის თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა. ივლისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში იშიბას მმართველმა კოალიციამ 248-ადგილიან ზედა პალატაში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, რამაც მისი მთავრობის სტაბილურობა კიდევ უფრო შეარყია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო