იაპონიის მთავრობა – ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევა ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას

იაპონიამ ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დაგმო.
„ჩინური სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა, იოშიმასა ჰაიაშიმ.
მისი თქმით, ეს არის ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის პირველი დადასტურებული შეჭრა იაპონიის საჰაერო სივრცეში.
„თავს ვიკავებთ გავცეთ ცალსახა პასუხი ჩინური თვითმფრინავის მოქმედების მიზანთან დაკავშირებით, თუმცა, ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები იაპონიის მახლობლად ფართოვდება და უფრო აქტიური ხდება. მთავრობა გააგრძელებს ჩინეთის სამხედრო აქტივობებზე ყურადღები დაკვირვებას და მიიღებს ყველა შესაძლო ზომას სიფხიზლისა და საჰაერო სივრცის დარღვევის საწინააღმდეგო ზომების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა.
მომხდართან დაკავშირებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მასატაკა ოკანომ, ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უწყებაში დაიბარა, პროტესტი გადასცა და მოითხოვა ზომების მიღება მსგავსი ფაქტის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)