იაპონიის მთავრობა გადადგა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს იაპონიის პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალ მეთაურად მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, შიგერუ იშიბას დანიშვნას.
შიგერუ იშიბამ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო ს მომხრეა.
„მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ რაც შეიძლება მალე მოისმინოს ხალხის განაჩენი“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
იშიბა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარედ 27 სექტემბერს აირჩიეს. წარსულში მას რამდენიმე სამთავრობო თანამდებობა ეკავა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის 2007-2008 წლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 – 2009 წლებში და მოსახლეობის კლებასთან ბრძოლისა და ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინების მინისტრის 2014-2016 წლებში.
შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი