იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს

იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნოსუკე იოშიჰარა (Ryunosuke Yoshihara) უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.
იაპონიაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქართული ღვინის ფესტივალი ტოკიოში უკვე მეორედ გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე