იაპონიის ხელისუფლებამ ქალაქ ოსაკასა და ტოკიოს შორის ტვირთის გადასატანი კონვეიერის მშენებლობისთვის, დაამტკიცა პროექტი, რომლის სიგრძეც 515 კმ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ The Gurdian ავრცელებს.
მათი ცნობითვე, პროექტის ღირებულება 3,7 ტრლნ იენი ანუ 23,5 მლრდ დოლარია.
გამოცემის ცნობით, იაპონია სატვირთო გადაზიდვების სფეროში სამუშაო ძალის ქრონიკულ დეფიციტს განიცდის.
როგორც The Gurdian წერს, მძღოლების დეფიციტი, რომლებსაც იაპონიის ტვირთის, დაახლოებით, 90% გადააქვთ, კიდევ უფრო გაუარესდება მას შემდეგ, რაც წელს მათი ზეგანაკვეთური სამუშაოს შემზღუდავი კანონი დამტკიცდება. ამ კანონით ხელისუფლებას სურს, სამუშაოზე გადაღლის პრობლემა მოაგვაროს და ავარიების რაოდენობა შეამციროს.
გამოცემის ცნობით, კონვეიერი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამასთან, იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონვეიერი მოხსნის როგორც მუშახელის დეფიციტის, სამუშაოზე გადაღლისა და ავარიების პრობლემას, ასევე, ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.
უწყების შეფასებით, ეს არის გზების ათვისების ინოვაციური მეთოდი. კერძოდ, „კონვეიერის მთავარი კონცეფცია არის საგზაო ქსელში ლოგისტიკის მიზნით სივრცეების შექმნა 24/7-ის რეჟიმში ავტომატიზებული და უპილოტო სატრანსპორტო სისტემის გამოყენებით”.
პირველი სატესტო გაშვებები 2027 წელს ან 2028 წლის დასაწყისში მოხდება, ხოლო გზის სრული ექსპლუატაცია მომდევნო ათწლეულის შუა რიცხვებში იგეგმება. წარმატების შემთხვევაში პროექტი იაპონიის სხვა ტერიტორიაზეც გაფართოვდება.
იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ასეთი ლოგისტიკური მაგისტრალი დღეში 25 000 სატვირთო ავტომობილის მძღოლის სამუშაოს
წყარო: ბიზნესპრესნიუსი