იაპონია ჩინეთის სამხედრო აგრესიის შეკავების პროცესში გადამწყვეტი პარტნიორია – ჰეგსეთი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თქმით, იაპონია ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში “გადამწყვეტი პარტნიორია” და რომ იაპონიაში ამერიკული სარდლობის განახლების გეგმის განხორციელებას დაიწყებს.
“ჩვენ ვაზიარებთ საბრძოლო ეთოსს, რომელიც ჩვენ ძალებს განსაზღვრავს, იაპონია კომუნისტური ჩინეთის სამხედრო აგრესიის შეკავების პროცესში ჩვენი გადამწყვეტი პარტნიორია”. – თქვა ჰეგსეთმა ტოკიოში იაპონიის თავდაცვის მინისტრ, გენ ნაკატანისთან გამართულ შეხვედრაზე.
ჰეგსეთის თქმით, იაპონია “ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედია” და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ს მთავრობა მთავარ აზიურ მოკავშირესთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
ნაკატანის თქმით, ჰეგსეთთან AMRAAM-ის ტიპის საჰაერო რაკეტების ერთობლივი წარმოების გეგმის დაჩქარებასა და SM-6 ტიპის რაკეტების წარმოებაში თანამშრომლობის განხილვაზე შეთანხმდნენ, რათა იაპონიას საბრძოლო მასალის დეფიციტის შემცირებაში დაეხმარონ.
ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ იაპონელ კოლეგას იმ სტრატეგიულ სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებზე მეტი წვდომა სთხოვა, რომლებიც სადავო აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანთან ახლოს მდებარეობენ.
იაპონიაში ამჟამად 50 000 ამერიკელი სამხედრო და ავიაგამანადგურებლების ქვედანაყოფია განლაგებული.
წყარო: tabula.ge