იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების მიწოდების მიზნით, NATO-ს ფონდში 37 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს, – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, – აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
