იაპონია უკრაინას 37 მლნ. დოლარით დაეხმარება – განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის კიევში ვიზიტისას გაკეთდა

კიევში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ უკრაინელ კოლეგასთან, სთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ქვეყანა 37 მილიონი დოლარით დაეხმარება ს დრონსაწინააღმდეგო სისტემების მარაგების გასაზრდელად. იაპონია თანხას უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილ ნატოს ფონდში შეიტანს. ეს დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს სამხედრო აღჭურვილობა დრონების აღმომჩენი და გამანადგურებელი სისტემებით.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტით 7 იანვარს ჩავიდა პოლონეთიდან ისე, რომ წინასწარ ამ ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო. მან მოინახულა ბუჩაში დაღუპულების მემორიალი და შეხვედრა გამართა დმიტრო კულებასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?