იაპონია უკრაინას რუსეთთან ომში კვლავ დახმარებას დაჰპირდა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ განაცხადა, რომ ტოკიოს გადაწყვეტილი აქვს, მომავალშიც დაეხმაროს უკრაინას, რათა კვლავ დამყარდეს მშვიდობა.
კამიკავა მოულოდნელ ვიზიტად ჩავიდა კიევში და შეხვდა თავის კოლეგა დმიტრო კულებას. იაპონელი სტუმრის თქმით, მისმა მთავრობამ გამოყო 34 მილიონი ევროს შესატყვისი თანხა, რათა კიევს, სხვათა შორის, მიაწოდოს დრონების ამოცნობის სისტემა. მასპინძელმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაადასტურა, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებისთვის საჭიროა დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო