იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადასცემს

იაპონია ს გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თავშესაფრების მშენებლობისთვის და ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის დამატებითი დახმარების გაწევისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შობის ღამეს ს მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა იაპონიის მზადყოფნისთვის იმუშაოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით.