იაპონიის მთავრობა 210 მილიარდი იენის (≈ $1.34 მლრდ) გამოყოფას გეგმავს იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც ინვესტიციების დასაფინანსებლად სუფთა ენერგიას იყენებენ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის სტიმულირებას და რეგიონულ განვითარებას.
სუბსიდიების პროგრამა დაეხმარება ქვეყანას – რომელიც ნახშირორჟანგის ემისიებით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა – ეკოლოგიურ მიზნებს მიაღწიოს და იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შეამციროს. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც ქარისა და მზის ენერგიის პროექტებმა გარკვეული შეფერხებები განიცადა.
იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს განცხადებით, სქემა 2026 ფისკალური წლიდან ამოქმედდება და ხუთ წელზე იქნება გათვლილი. მისივე განმარტებით, სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც სრულად დეკარბონიზებულ ელექტროენერგიას იყენებენ და წვლილი შეაქვთ იმ რეგიონების განვითარებაში, სადაც ეს ენერგია იწარმოება. სახელმწიფო დააფინანსებს მათი კაპიტალური დანახარჯების 50%-მდე ნაწილს.
იაპონიის სტრატეგიული მიზანია, 2040 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის საერთო ენერგოგენერაციაში 50%-მდე გაიზარდოს, ხოლო ბირთვული ენერგიის წილმა 20%-ს მიაღწიოს.
bm.ge




