იაპონიამ საქართველოს მთავრობას სთხოვა, შეზღუდოს იაპონიის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ონლაინ კაზინოებზე წვდომა, რაც ტოკიოს მიერ უკანონო ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია.
ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც სააგენტო Kyodo იაპონიის ხელისუფლებაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მსგავსი მიმართვა გაეგზავნა კიდევ შვიდ ქვეყანასა და ტერიტორიას: კანადას, კოსტა-რიკას, მალტას, ანჟუანის კუნძულს (კომორის არქიპელაგში) კიურასაოს (ნიდერლანდის სამეფოს ნაწილი), ასევე ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს – გიბრალტარსა და მენის კუნძულს.
ვრცლად: radiotavisupleba.ge
