იაპონია რუსეთში 164 საქონლის ექსპორტს კრძალავს – შეზღუდვები 17 აპრილიდან ამოქმედდება

იაპონია, ანტირუსული სანქციების ფარგლებში ში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთში დამატებით 164 კატეგორიის საქონლის ექსპორტის აკრძალვას აწესებს.
კერძოდ, აკრძალვა ეხება ავტომობილების ძრავებს, ლითიუმ-იონური და ნიკელ-მეტალის ჰიდრიდის ბატარეებს, გაზსადენებისა და ნავთობსადენების მილსადენებს, ნიტროცელულოზას, მცურავ ამწეებსა და დოკებს, მცურავ და წყალქვეშა საბურღ და წარმოების პლატფორმებს, იახტებს, სპორტული გემებს და სახანძრო ნავებს.
შეზღუდვები 17 აპრილიდან ამოქმედდება.