იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

იაპონია ს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ მოსკოვის მიერ ში გაჩაღებული ომის გამო დამატებით სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდა.
ფუმიო კიშიდას მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერა მიმდინარე წელს მისი კაბინეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.