იაპონია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობისთვის, ოთხი ქვეყნის კომპანიებს ასანქცირებს

იაპონია რამდენიმე კომპანიას ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო სანქციებს დაუწესებს, – მედიის ინფორმაციით ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის თქმით, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დეტალების შეთანხმების დასკვნით ეტაპზეა.
„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მტკიცე რეაგირებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების ან გვერდის ავლის მცდელობებზე. ამ სამიტზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ განვიხილავთ პაკეტს, რომელიც მოიცავს სანქციებს მესამე ქვეყნების ორგანიზაციების წინააღმდეგ. კომპანიები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან. ეს სანქციები მიმართულია არა კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ, არამედ არის ზომები ცალკეული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ. ამჟამად ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დეტალების შეთანხმების დასკვნით ეტაპზე ვართ და ვგეგმავთ, რომ მალე ოფიციალურად გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ჰაიაშიმ.