იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა 19 თებერვალს გამოვიდა პირობით, რომ მისი ქვეყანა ხანგრძლივი ვადით ჩაერთვება უკრაინის აღმშენებლობის პროცესში, რასაც მან სამომავლო ინვესტიცია უწოდა. იაპონია ხაზს უსვამს მისი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას იმ ფონზე, როცა ახლოვდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავი.
იაპონიაში, უკრაინის მთავრობასთან და ბიზნესის ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებული კონფერენციის გახსნისას კიშიდან თქვა, რომ იაპონიის მხრიდან სახელმწიფო და კერძო ჩართულობა იქნება გრძელვადიანი პარტნიორობა, რომელიც დაეფუძნება ჰუმანიტარიზმს, ტექნოლოგიასა და ცოდნას.
უკრაინის დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი ხელმძღვანელობს, 100 წევრზე მეტი წევრია. “დღევანდელი დღე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი დასაწყისია” – თქვა შმიჰალმა კონფერენციაზე.