იაპონია კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლის საერთაშორისო წესებს შეიმუშავებს

იაპონიის მთავრობა საერთაშორისო წესდების შემუშავებას გეგმავს, რომლის მიზანიც დედამიწის ორბიტის სახიფათო ფრაგმენტებისა და ნამსხვრევებისგან გაწმენდა იქნება. ინიციატივამ თანამგზავრებისთვის, კავშირგაბმულობის სისტემებისთვის, ნავიგაციისთვისა და დედამიწის დისტანციური ზონდირებისთვის რისკები უნდა შეამციროს.
ტოკიოში 2026 წლის ბოლომდე აპირებენ იურიდიული და საორგანიზაციო საკითხების სიის ჩამოყალიბებას და კოსმოსური ნაგვის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემების მექანიზმის შემუშავებას. პროექტი გაეროს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 3 ათასი არააქტიური თანამგზავრი და რაკეტების 2 ათასამდე ნამსხვრევი მოძრაობს. სხვა მონაცემებით კი, პლანეტის გარშემო სხვადასხვა ზომის 130 მილიონზე მეტი ობიექტი ბრუნავს. ეს კოსმოსური ნაგავი წამში 8 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს და პატარა ნაწილაკებსაც კი შეუძლიათ შეჯახების შემთხვევაში მომუშავე აპარატი მწყობრიდან გამოიყვანონ.
imedinews.ge