იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს

იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ძლიერი მოხდა, რამაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიწვია, – ამის შესახებ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა.
უწყების ცნობით, სერიოზული დაზიანების ნიშნები არ ყოფილა.
მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო და მისი ცენტრი იაპონიის სამხრეთ კუნძულის, კიუშუს აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით 30 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისძვრამ ყველაზე ძლიერად მიაძაკის პრეფექტურაში ქალაქ ნიჩინანს და მიმდებარე ტერიტორიებს დაარტყა.
სეისმოლოგებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს იმის გასაანალიზებლად, იმოქმედა თუ არა მიწისძვრამ ახლომდებარე ნანკაის ღრმულზე, რომელიც წარსულში დამანგრეველი მიწისძვრების წყარო იყო.
ამასთან, კიუშუსა და შიკოკუზე ატომური სადგურების ოპერატორებმა განაცხადეს, რომ ამოწმებენ, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ რაიმე ზიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”