იაპონიის მთავრობამ, ინფლაციის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად, 39 ტრილიონი იენის, დაახლოებით 250 მილიარდ დოლარის, ღირებულების ეკონომიკური პაკეტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი ორიენტირებულია იმ ინიციატივებზე, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს ინდივიდუალური შემოსავლების გაზრდას.
“ბლუმბერგის” ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იშიბა შიგერუს, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებული ეკონომიკური პაკეტი მოიცავს სუბსიდიებს და ფულად დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, მზარდი ენერგო ხარჯების “დასაჭერად”. პაკეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებსაც შეიცავს.
როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იშიბა შიგერუ, განმარტავს, ხელფასების მატება აუცილებელი გახდა ზოგადად ეკონომიკის ზრდისთვის.
250 მილიარდ დოლარის ღირებულების ეკონომიკური პაკეტი ეხება არა მარტო ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებსაც.
მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ფართო გეგმა უზრუნველყოფს ციფრული ინოვაციების მხარდაჭერას მსოფლიოს მეოთხე უმსხვილეს ეკონომიკაში, სუბსიდიებს ენერგეტიკული ხარჯების ზრდისთვის და დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ მოახერხა სუსტი ზრდა ბოლო კვარტლებში, ეკონომიკის გრძელვადიანი პერსპექტივა და ქვეყნის პოზიციები მსოფლიოში გაურკვეველია.
სამთავრობო გეგმა მოიცავს ზომებს ქვეყანაში შობადობის კლების შეჩერებას, რაც გულისხმობს დახმარებას მშრომელი ქალებისა და მოხუცებისთვის. იაპონიის შობადობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია განვითარებულ ქვეყნებს შორის.
გეგმა ასევე ითვალისწინებს წლიური გადასახადისგან გათავისუფლებული ხელფასის ზღვრის გაზრდას ამჟამინდელი 1.03 მილიონი იენიდან (6640 აშშ დოლარი). ახალი ჭერი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, შემოთავაზებულია 1,78 მილიონი იენის (11,500 დოლარი) ნიშნული.