იაპონიაში წყალბადის საწვავზე მომუშავე მატარებელს ქმნიან

იაპონური კომპანიის Central Japan Railway-ის ინჟინრები ავითარებენ მატარებელს, რომელიც წყალბადის საწვავზე, ნახშირორჟანგის ემისიების გარეშე, იმუშავებს.
ინჟინრებმა მატარებელი სარკინიგზო ლიანდაგზე გამოცადეს, რათა დაედგინათ, ჰქონდა თუ არა მას საკმარისი ძალა გადაადგილებისთვის და აჩქარებისთვის.
საწვავის უჯრედები აწარმოებენ ელექტროენერგიას წყალბადის ჟანგბადთან ქიმიური ურთიერთქმედებით. შედეგად წარმოიქმნება წყალი და მატარებელი ენერგიას ბატარეებიდან იღებს.
კომპანიის თქმით, კვლევა მიზნად ისახავს წყალბადზე მომუშავე მატარებლების შემუშავებას, რათა შეცვალოს ამჟამად გამოყენებული დიზელის მოდელები.
კომპანიის სპიკერმა ტანაკა ჰიდემიცუმ აღნიშნა, რომ რკინიგზის ინდუსტრიის დეკარბონიზაციის მიზნით, დიზელის ძრავების გამოყენების შემცირება სურთ.