იაპონიაში, ძლიერი მიწისძვრის გამო, ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

იაპონიის ცენტრალურ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა და ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, სანაპირო რაიონების მოსახლეობას – განსაკუთრებით ნოტოს პროვინციის მცხოვრებლებს – მაღალ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდებენ.
ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნოტოში ტალღებმა, შეიძლება, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც, სადაც ტალღებმა, შესაძლოა, 3 მეტრს მიაღწიოს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში, მიწისძვრის გამო, დაახლოებით 32 500 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეფექტურაში ბევრი სახლი ჩამოინგრა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”