იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა | სამაშველო ოპერაცია გრძელდება

იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. 2016 წლის შემდეგ ეს მიწისძვრით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.
ოთხშაბათს მიწისძვრით დაზიანებულ რაიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, რამაც მეწყერის შიში გამოიწვია. ხელისუფლება შიშობს, რომ ამას შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეაფერხოს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანის მცდელობები.
მიწისძვრიდან ორი დღის შემდეგ ჯერ ისევ გაურკვეველია ზარალისა და მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა.
სუზუში, ქალაქში, სადაც 5 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, ხელისუფლებამ ვერ შეძლო დახმარების 72 თხოვნაზე რეაგირება, განაცხადა მერმა.