იაპონიაში მომხდარი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა . ამის შესახებ ინფორმაციას CNN იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრა 1-ელ იანვარს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიის შედეგად განადგურდა შენობები, შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და სატრანსპორტო მიმოსვლა. რამდენიმე პრეფექტურაში ხანძარიც გაჩნდა. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა.
იხილეთ, ასევე:
· იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
